LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ვიცემერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს [ვიდეო]

149

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, მისი მოადგილეები წარადგინა. ვიცემერის პოსტს დაიკავებს ირაკლი ხმალაძე, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში კახი კალაძის  მოადგილე იყო.

დედაქალაქის მერის მოადგილე იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მაია ბითაძე, რომელმაც კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ეკლოგიის ნაწილზე იმუშავა.

ასევე მოადგილის პოსტს დაიკავებს ირაკლი ბენდელიანიც.

სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი კახი კალაძის მეხუთე მოადგილე იქნება.

რაც შეეხება დავით ნარმანიას ყოფილ მოადგილეებს, მათგან პოსტი მხოლოდ გიგა ნიკოლეიშვილმა შეინარჩუნა.

“მერიის ახალი გუნდის მთავარი სამოქმედო გეგმა საარჩევნო პროგრამაში წარდგენილი პუნქტები იქნება   და ამ პროგრამის შესრულებას კომპეტენტური და ენერგიული ადამიანები სჭირდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები