LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის წიგნის დღეები“ დღეს გაიხსნა

47

დღეს, 11 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ „თბილისის წიგნის დღეები 2015“ გახსნა. ღონისძიება ორ მიმართულებას ითვალისწინებს – წიგნის ხელოვნების ფესტივალსა და წიგნის ბაზრობას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართველი და უცხოელი ილუსტრატორების, წიგნის დიზაინერებისა და გამომცემლობების გამოფენები, ჩატარდება ლექციები და შეხვედრები. განსაკუთრებით ვრცელია საგამოფენო პროგრამა, 17 გამოფენიდან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენებს, ხოლო 14 ექსპოზიცია ეთმობა საერთაშორისო შემოქმედებით გაერთიანებებსა და ცნობილ მხატვარ-ილუსტრატორთა ნამუშევრებს.

რაც შეეხება წიგნის ბაზრობას, ის საქართველოს ყველა გამომცემლობას აერთიანებს და ისინი დამთვალიერებელს გამორჩეულ ფასდაკლებებსა და აქციებს შესთავაზებენ, ასევე წარადგენენ სიახლეებს.

„თბილისის წიგნის დღეები“ მსოფლიოს პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებულ ილუსტრატორ-დიზაინერებს უმასპინძლებს მსოფლიოდან. ექსპერტები ვორქშოფებსაც გამართავენ.

წიგნის ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გოეთეს ინსტიტუტის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები