LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაში გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს

91

თბილისის ზღვაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია.

მოზარდი წყალში დღეს, რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა, მისი დაკარგვის შესახებ ზარი 112-ში შევიდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.