LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

83

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, წყლიდან ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები