LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის მიმდებარედ შესაძლოა, დენდროლოგიური პარკი გაიხსნას – კალაძის ინიციატივა

279

თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე, თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ კახა კალაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს. კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე სპორტისთვის განკუთვნილი ადგილები, ველო-ბილიკები, საპიკნიკე და სასეირნო ზონები მოეწყობა.

მისი თქმით, პარკი მთელ თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. კალაძის განცხადებით, თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს.

„აქ შესაძლებელია, გაკეთდეს ოჯახური დასვენების უზარმაზარი სივრცე. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პარკის პროექტი, რის შემდეგაც დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს იქნება საოცარი ადგილი, სიგრილისა და გამწვანების შედეგად შექმნილი უნიკალური სივრცე, სადაც ოჯახებით ამოხვალთ და დაისვენებთ ნებისმიერი უბნიდან,“ – აცხადებს კახა კალაძე.

კალაძის აღნიშნული ინიციატივა ახალი არ არის. თემქაზე, პარკის გაშენების რეკომენდაცია, თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გასცა. მათ თქვეს, რომ თბილისის მერიამ იდეა მოიწონა: ნახეთ “ფორტუნას” სტატია ამ საკითხზე: თემქაზე ახალი პარკის გაშენება იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები