LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკში ლემურ კიჭას ტყუპები გაუჩნდა

154

თბილისის ზოოპარკის ლემურს კიჭას ტყუპები გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლემურები ვოლიერში უკვე გაუშვეს, შესაბამისად, მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“ზოოპარკში გულის გამათბობელი სიახლე გვაქვს. თანაც, ორმაგად გამათბობელი.

ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა…

 სულ დედას არიან ჩაფრენილები და ასე, ზურგზე ამხედრებულები შეიმეცნებენ სამყაროს. გუშინ პირველად გამოვუშვით გარე ვოლიერში და ახლა თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოინახულოთ”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს. აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშანავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები