LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისდან ბარსელონასკენ პირდაპირი ფრენები გადავადდა

42

თბილისიდან ესპანეთის ქალაქ ბარსელონასკენ პირდაპირი ავიამიმოსვლის განხორციელება გადავადდა. ჩარტერული ფრენები ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 5 ივლისიდან უნდა განეხორციელებინა, თუმცა დრომ გადაიწია.

როგორც ”ფორტუნას Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა, ჩარტერი, რომელიც 5 ივლისიდან უნდა დაწყებული იყო კონკრეტული ტურისტული კომპანიის დაკვეთა.

”ეს არ იყო ჩვენით დაგეგმილი ჩარტერი, ამ კომპანისთვის კი როგორც აღმოჩდა, არ იყო ეს მიმართულება რენტაბელური. ამიტომაც, ჩარტერი გაუქმდა. თუმცა, ჩვენ, მაინც ვაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას. ბაზრის კვლევა უკვე დასრულდა, ახლა ვაკეთებთ ანალიზს, თუ როდიდან შევძლებთ ბარსელონასკენ ფრენების დაწყებას და იქნება, თუ არა ეს მიმართულება რენტაბელური Georgian Airways-ისთვის”, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანია ამ ეტაპზე პარიზის მიმართულებაზეც მუშაობს და 99%-ით გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში Georgian Airways პირდაპირ ავიამიმოსვლას განახორციელებს. ახლა თარიღის დადგენა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, Georgian Airways-მა თბილისიდან კიდევ ერთი უდიდესი ევროპული ქალაქისკენ, ლონდონისკენ დაიწყო პირდაპირი ფრენები და ახლა უკვე ავიარეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მიმართულებით განიხილება რეისების კვირაში 3-ჯერ შესრულება, კერძოდ, უკვე არსებულ ორშაბათის და შაბათის რეისს, ოთხშაბათიც დამატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები