LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა

73

2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღონისძიებებს შორის იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ და უეფა-ს სუპერთასი. უეფას სუპერთასის ფარგლებში „დინამო არენას“ სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. არენა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჯამში 19 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში აშენდა ტანვარჯიშის არენა; ფრენბურთის არენა; მძლეოსნობის არენა; სასტუმრო „მოხალისე“; ჩოგბურთის კორტები. განახლდა ვერის საკალათბურთო დარბაზი, დიდუბის სავარჯიშო ცენტრი „მანეჟი“, არენა და ძიუდოს აკადემია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მ. მესხის სახელობის სტადიონს. გარდა ამისა, ლისის ტბაზე მოეწყო 3 კმ.-მდე სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდა განათების სისტემა.

რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 17 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 294-ს. 2015 წელს გაიხსნა და ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა.

თბილისის 10-ვე რაიონის 24 სკვერში, გარე-გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ ცენტრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები