LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობა წელს 7-8 ოქოტომბერს გაიმართება

36

„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.

„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს. დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

“თბილისობა 2017”-ის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები