LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ახალი ტექნიკა დაასუფთავებს

63

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა.

ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები