LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ემირ კუსტურიცა საკუთარ ბენდთან ერთად ეწვევა

56

ცნობილი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა მალე თბილისს ეწვევა. ის „არტმედიას“ მოწვევით, საქართველოს 8 დეკემბერს ესტუმრება ექსპრესიული როკჯგუფით „The No Smoking Orchestra“ და კონცერტს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ჯგუფი თავის შემოქმედებას ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარადგენს. სცენაზე ნახავთ იმ პერსონაჟთა მუსიკალურ მიქსს, რომლებიც კუსტურიცას ფილმებიდან გვახსოვს.

ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge, ფასი 50 ლარი გახლავთ, კონცერტამდე  ორი კვირით ადრე, „გოლდენ რინგის“ ფასი შეიცვლება და 70 ლარი გახდება. დანარჩენ სივრცეებში ბილეთების ფასი 40, 50, 60, 70, 80, 90 და 120 ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები