LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და რეგიონებში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩადგება

76

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და რეგიონებში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩადგება. ამ დროისთვის, შედარებით ძლიერი ქარი დედაქალაქის გარეუბნებში, კერძოდ, აეროპორტის დასახლებაშია.

სინოპტიკოსების თქმით, ხვალ თბილისში, შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 12-13 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება რეგიონებს, შედარებით ძლიერი ქარი შეინიშნებოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გორსა და სურამში, სადაც ასევე მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი და ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩადგება.

არამდგრადი ამინდი,  საქართველოს მასშტაბით, 4 აპრილამდე შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები