LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა იგეგმება

66

თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. როგორც „ფორტუნას“  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ მიმართულებით  თანხები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია. მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში.

ასევე, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია გამსახურდიას ქუჩის 23ა-ში წლების წინ გაუქმებული საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი.

აღნიშნული ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვას დამატებით 3 500-ზე მეტი ბავშვი შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები