LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 17 მხატვრის 33 ნამუშევარი გამოიფინება

379

„ოფთალმიჯი არტ გალერეასა“ და  კოლექციონერ გივი ფარასტაშვილის თანამშრომლობა რიგით მესამე საგამოფენო პროექტით გრძელდება, რომელიც 2018 წლის 23 თებერვალს, 18:00 საათზე გაიხსნება და ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

ექსპოზოციაზე 17 მხატვრის 33 სურათია წარმოდგენილი. ნამუშევრების ქრონოლოგიური პერიოდი მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება და დღევანდელ დღემდე მოდის. შერჩეული ავტორების უმეტესობა თანამედროვე ქართული მხატვრობის სხვადასხვა ეტაპის უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან – პეტრე ბლიოტკინი, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, ეკატერინე ბაღდავაძე, რობერტ სტურუა, ნათელა იანქოშვილი, რუსუდან ჯავრიშვილი, ლეოპოლდ ძაძამიძე, ედმონდ კალანდაძე, რევაზ თარხან-მოურავი, ჯიბსონ ხუნდაძე, ალბერტ დილბარიანი, ზურაბ ნიჟარაძე, ლევ ბაიახჩევი, ზურაბ სამხარაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თამაზ ხუციშვილი.

მისამართი: დიღომი, ნ. ჯავახიშვილის 7, ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი”.  სამუშაო საათები:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები