LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს – შსს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს

31

თბილისში 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს, – ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით,  დაკავებულია მოკლული გოგონას, ანა ხელაძის, ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გოგონა თბილისში დეიდის სახლში ცხოვრობდა.  თუმცა, ამ ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ და როგორც “ფორტუნასთან” განაცხადეს, კონკრეტულ  ინფორმაციას სამინისტრო  უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

გოგონას ცხედარი, რომელსაც  ჭრილობა ყელში აქვს მიყენებეული, გუშინ უზნაძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები