LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 2 ოთახიანი ბინის ფასად, ტაილანდში საცხოვრებლად 20 წლით გადახვალთ

74

ტაილანდის მთავრობა მდიდარ უცხოელებს ელიტარული ცხოვრების ნებართვის შეძენას სთავაზობს. ახალი ინიციატივა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ტაილანდში 3 000 დოლარად ერთი წელი დაჰყონ.

ბინადრობის VIP ნებართის პაკეტები სხვადასხვა ფასიანია:

შეთავაზებიდან ერთ–ერთი პაკეტი, 60 000 დოლარად, ტაილანდში 20 წელი თქვენს ყოფნას უზრუნველჰყოფს.

სპეციალური საცხოვრებული ვიზის საფასურში შედის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კონსიერჟი, საემიგრაციო ცნობა, მართვის მოწმობისა და მუშაობის ნებართვის უზრუნველყოფა.

მთავრობა ასევე უზრუნველყოფს, სამშობლოში დაბრუნებისას აეროპორტში ტრანსფერის ხარჯებს, ჯანმრთელობის ყოველწლიურ გამოკვლევას კერძო კლინიკაში ასევე, სპა პროცედურურებსა და გოლფის მოედანზე ვიზიტებს.

ტაილანდის პრეზიდენტმა პრუეტ ბუბფკანმა Business Insider–ს განუცხადა, რომ ცხოვრების vip ნებართვის ინიციატივა ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება. ის ფიქრობს, რომ პროგრამით უამრავი ადამიანი დაინტერესდება.

ინიციატივა სხვადასხვა ხანგრძლივობის ცხოვრების ნებართვას მოიცავს – 5 წლიანი ცხოვრების ნებართვა 15 000 დოლარად; 10 წლიანი ცხოვრების ნებართვა კი 30 000 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა ბიზნესმენებს მათი საქმიანობის არეალის გაფართოების საშუალებას მისცემს, ხოლო ტაილანდისთვის ეკონომიკის ზრდისთვის ინოვაციური შესაძლებლობაა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები