LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 3 დღის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

94

17-19 ივლისს თბილისში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. როგორც “ფორტუნას”  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ,” – ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე, შსს-ს ცნობით, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები