LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 30 სექტემბრიდან გამოიდარებს

79

სინოპტიკოსები თბილისში 30 სექტემბრიდან უნალექო ამინდს ელოდებიან.

როგორც „ფორტუნას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა, ნალექი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს საღამოსაც შენარჩუნდება, ხვალიდან კი გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ამინდი ხვალიდან გაუმჯობესდება, 1 ოქტომბერს კი ჰაერი 23 გრადუსამდეც გათბება.

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები