LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

49

რამდენიმე საათის წინ თბილისში მკვლელობა მოხდა. 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს, დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები