LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

32

თბილისის ცენტრში  ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გამთენისას მოხდა. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 7-15 მდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები