LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა

105

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა.

გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს. მათივე თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბრალდებულის მიმართ კი აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდების შესახებ პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები