LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

85

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ წელს ახალი ავტობუსები შემოვიყვანოთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა რადიო ”პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები თბილისში წლის ბოლომდე შემოვა.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, უკვე წელს ვიყიდოთ, შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები. ამ მიმართულებით რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, თბილისის მერიაში გაიმართება შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული უცხოური კომპანია იქნება მოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რომელი ფირმის ავტობუსებს შემოიყვანენ ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება ისევ „მანის“ ფირმა იყოს.  „ერთ-ერთი ვარიანტი არის „მანიც“, თუმცა, შეიძლება სხვა კომპანიამ უფრო უკეთესი შემოთავაზება გააკეთოს. ჩვენთვის ხარისხზე ორიენტირებული ყველა შემოთავაზება მისაღები იქნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება ავტობუსების ფერს, როგორც ბენდელიანი განმარტავს, კონცეფცია დაცული იქნება და „ფერთან დაკავშირებით არ მოხდება აღრევა და აჭრელება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები