LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი უსაფრთხოების კუნძულები გაჩნდება

41

სანაპიროდან ვახუშტის ხიდის ასასვლელის მიმართულებით უსაფრთხოების ორი კუნძული მოეწყობა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

სამკუთხედის ფორმის კუნძულების მოწყობა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

„როგორც სააკაძეზეა კუნძულები, ამ ტიპის ორი კუნძულის მოწყობაა დაგეგმილი სანაპიროდან ასასვლელში და ვახუშტის ხიდის ასასვლელში. ამ მონათკვეთზე საკმაოდ ღია სივრცე იყო და მოძრაობის უფრო მეტი ორგანიზებისა და უსაფრთხოებისთვის, ეს კუნძულები მოძრაობის ზოლებს გაყოფს და ავტომობილებს აიძულებს საკუთარ ზოლში იმოძრაოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მთელი თბილისის მასშტაბით, ასეთი ლოკაციების შესწავლა და შეფასება მიმდინარეობს.

„თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური სწავლობს ასეთ ლოკაციებს იმისთვის, რომ მოძრაობა უფრო უსაფრთხო და ორგანიზებული გახდეს“, – განაცხადა მერის მოადგილემ „ფორტუნასთან“.