LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ველობილიკი და საფეხმავლო გზა მოეწყობა

102

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკისა და საფეხმავლო გზის გაყვანა იწყება.

ამის შესახებ კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების პლატფორმის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ფონდ „ქართუს“ საჩუქარია.

„მალე  ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის იქნება და მგონია, რომ ამ ადგილს მისცემს კიდევ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ის სწორად იყოს გამოყენებული. ამ პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს დედაქალაქს და ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები