LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

112

შპს „ქოჩკაბლო“ ქალაქ თბილისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელ ქარხანას გახსნის. კომპანია 3 140 736 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სულ მცირე 50 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ქოჩკაბლოს“, ქალაქ თბილისში, სამრეწველო ზონაში, საქნავთობის დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე 9502კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობა გადასცა.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 330 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო პროექტების შედეგად ქვეყანაში 13 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები