თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

87

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დილით მარშალ გელოვანის გამზირზე მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი დასუფთავების სამსახურის ავტომობილს მაშინ შეეჯახა, როდესაც თბილსერვისის თანამშრომლები ნაგვის ურნასთან გაჩერდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა , სავარუდოდ, სამარშუტო ტაქსის მძღოლის ჩაძინებამ გამოიწვია.

სამარშუტო ტაქსის მძღოლი და თბილსერვისის ერთ-ერთი თანამშრომელი მსუბუქი დაზიანებებით საავდმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები