LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება გრძელდება

45

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალურ მოსაზიდ ხაფანგებს (ფერომონებს)  ამონტაჟებენ.

ლოკაციები  თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩა.  მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჯებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები