LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინების ფასი 18%-ით შემცირდა

61

2015 წლის მონაცემებით, თბილისში ბინების ფასი, კვადრატულობის მიხედვით, 18%-ით შემცირდა. ამის შესახებ უძრავი ქონების მართვის ონლაინ-სისტემა ”რეას” მარკეტინგის მენეჯერი ირინა მაჭავარიანი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს და, მომხმარებლის მხრიდან, დიდი მოთხოვნა არ არის. ირინა მაჭავარიანის განცხადებით, ამის გამო, შესაძლოა უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კიდევ უფრო კლება დაფიქსირდეს.

”უძრავი ქონების გაიაფების მიზეზი კომპლექსურია. აქ არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი. გარდა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ნაკლებობისა, ერთ-ერთი მიზეზი დოლარის და ლარის კურსის მიმართება იყო. თუ ეს პროცესიც გაგრძელდა ესეც ერთ-ერთ მიზეზად დარჩება. გარდა ამისა, მიზეზები არის  მშენებარე ბინებში არარსებული ინფრასტრუქტურები. ახლა ახალი მოთხოვნებია და ამის გაუთვალისწინებლობა ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს”, – განმარტავს ირინა მაჭავარიანი და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზების გათვალისწინებით, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, თუ რამდენი პროცენტით შეიძლება გაიაფდეს უძრავი ქონება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები