LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინის მიღების მსურველმა დევნილებმა დღეიდან აპლიკაცია უნდა შეავსონ

77

2016 წელს დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემ 400 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება დაიწყო. თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია უკვე 10 ათასამდე ოჯახს აქვს შევსებული, თუმცა გამოიკვეთა, რომ თბილისში ბინების მიღების მსურველთა გარკვეულ რაოდენობას სააპლიკაციო ფორმა  ჯერ კიდევ არ ჰქონდა შევსებული.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილებმა ვაჟა-ფშაველას 16-ში 6 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

400 ბინიდან ორასი თბილისის ზღვაზე ე.წ. ოლიმპიურ სოფელში მდებარეობს, 200 კი მთავრობამ მენაშენეებისგან  გამოისყიდა.

სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე თითოეულ აპლიკანტს ქულას მიანიჭებს და აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები