LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

33

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 250 კვ.მ ფართი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო.
ადგილზე მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები