LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს

34

თბილისში, ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109 მუხლებით დაიწყო. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას, 109-ე კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები