LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა

43

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელია.

ფაქტის შესახებ მეზობლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთ-ერთი მათგანის სახლში გარდაცვლილთა ბინიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება გამთენიას დაფიქსირდა. ადგილზე მისულ მედიკოსთა ბრიგადას ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები