LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, არასრულწლოვნებმა კლინიკა „მედი“ გაქურდეს

512

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კლინიკა „მედი“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწოვნებმა კლინიკის ოფისში გვიან ღამით შეიაღწიეს და 60 ლარამდე თანხა წაიღეს. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შეაღწიეს არასრულწლოვნებმა კლინიკის ოფისში. არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვნიდან ერთი გოგონაა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები