LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეიდან საახალწლო გარევაჭრობა შესაძლებელია

84

დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა უკვე შესაძლებელია. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მიიღო.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის, თქმით, დედაქალაქის მერიამ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა ქალაქის მასშტაბით შესაბამისი ლოკაციის გამოყოფა, სადაც 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება საახალწლო გარევაჭრობა. ამ ადგილებზე ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად განახორციელებენ.

საახალწლო დღეებში თბილისში გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში:

გლდანი-ნაძალადევში:

  • მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა
  • მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ.რ.
  • თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ
  • გურამიშვილის გამზირი

 

დიდუბეში:

  • დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა
  • დიდუმის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა-გრაფიკულად): ტრანსპორტის ქუჩა
  • დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები

 

ვაკე-საბურთალოზე:

  • დელისის მეტროს მიმდებარედ
  • მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ
  • ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქ.
  • სპორტის სასახლის მიმდებარედ

 

ისანი-სამგორში:

  • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა
  • ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ
  • ვარკეთილი: ვ. კუპრაძის ქუჩა 10 (სვანეთის ბაზრის მიმდებარედ)
  • მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა

ბენდელიანის თქმით, გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე დახლების მოწყობა თავად მოვაჭრეებს მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები