LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება

44

თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება. 14:00 საათზე მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობა გადასცემს. შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ, რომელიც  შემდეგ ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები