LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ (ფოტო)

202

4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრამვირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.

ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა.

მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის მერიის ცნობით, ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები