თბილისში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

47

თბილისში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული.

მას შემდეგ, რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო, მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არ არის გამორიცხული, ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები