LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ბიჭი მოკლეს

27

შემთხვევა გუშინ ელიას უბანში მოხდა. შსს-ს ცნობით, დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პოლიციაში ამ დრომდე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები