LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი ჩაიშალა

42

8 დეკემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში, ცნობილი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას კონცერტი უნდა გამართულიყო. იგეგმებოდა მისი ბენდთან ერთად ჩამოსვლა. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება ერთ-ერთ საიტზე.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ კუსტურიცას კონცერტი საქართველოში ჩაიშალა. როგორც მედიასთან შეხვედრისას კონცერტის ორგანიზატორმა, ლელა ალსანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ რეჟისორის ჩამოსვლა საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ემირ კუსტურიცა 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედებას თავისი ვადა აქვს, 6 წელი, კუსტურიცას ვიზიტიდან 8 წელი გავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა კონცერტის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები