LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Ford-ის სატვირთო ავტომობილების ახალი ცენტრი გაიხსნება

116

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კომპანია „ჯი-თი გრუპი“, დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, ”ფორდის” სატვირთო ავტომობილების, Ford Trucks – ის ახალ, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრს გახნის.

როგორც „ჯი-თი გრუპში” აცხადებენ, ახალი ცენტრის მშენებლობასა და აღჭურვაზე 8,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათივე ცნობით, ინვესტირება მოხდა ნაწილობრივ საკუთარი სახსრებითა და ნაწილობრივ მოზიდული საბანკო რესურსებით DCFTA პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.

ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: კომპანია “Ford Otosan”-ის გენერალური დირექტორი, ჰაიდარ იენიგუნი და კომპანიის სხვა ტოპ მენეჯერები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „ჯი-თი გრუპი“ არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაფუძნებულია 2005 წელს და აერთიანებს 5 კომპანიას. სულ ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებულია 350 ადამიანი.

2007 წლიდან კომპანია არის სატვირთო და სპეციალიზირებული ავტომობილების გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში და მის მიერ მიწოდებულია ასობით სხვა და სხვა დანიშნულების სპეციალური ავტომობილი.

ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ 2015–2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა აღემატება 22 მლნ ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები