LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღამის ცხოვრება უნდა განვითარდეს – კალაძე ამბობს, რომ ეს მისთვის პრიორიტეტული იქნება

86

თბილისში ღამის ცხოვრების განვითარება კახა კალაძისთვის, მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თბილისში ღამის ცხოვრების განვითარება მოიზიდავს უფრო მეტ ტურისტს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.

„არ იფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ გართობა, ან დასვენება. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი სიცოცხლით და ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან.

ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება, ასეთი პროექტების განვითარებით კი ჩვენ შევძლებთ, კიდევ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ.

ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება – იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, – აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ეს პროექტი არის მთლიანად ახალგაზრული, მათი მოტივაციის სფერო და ხელისუფლებამ „ძალღონე არ უნდა დაიშუროს მათი იდეების განხორციელებისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები