LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

21

თბილისში ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

შსს-ში ბრიფინგი 12:00 საათზე დაიწყება.

კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია  გუშინ ღამით ჩატარდა, რის შედეგადაც, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ასევე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები