LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ

66

თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განუცხადა, თუმცა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე საუბარია ავტობუსების პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში დამატებაზე.

ეს განცხადება კალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მას კითხვა ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე დაუსვეს. კალაძემ ეს პროექტები ვერ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ღამის საათებში ავტობუსების დამატებაზე მუშაობენ.

“ოქტომბერში ვგეგმავთ საქართველოში ძალიან დიდი ფორუმის ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის იქნება. მასზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან „ღამის მერები“. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა და ა.შ. ღამის ავტობუსების პროექტი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჩაეშვება. სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა და დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები