LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ღვინის ახალი მაღაზია გაიხსნა

243

თბილისში ღვინის ახალი მაღაზია „ღვინის სამშობლო” გაიხსნა. როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ორიენტირებულია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე.

მაღაზიის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაღაზიის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა,  თბილისის ისტორიულ უბანში ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის  ქართული ღვინის კულტურის გაცნობის, ასევე  ზოგადად,ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების კუთხით. მისასალმებელია, რომ მაღაზიის ვიზიტორებს ღვინის სპეციალისტები და პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან.

კომპანიის “ღვინის სამშობლო“ დამფუძნებელის, აკაკი ზერეკიძის თქმით,  კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ახლადგაშენებულ ვენახებს ფლობს. პირველ მოსავალს კომპანია მომავალ წელს ელოდება. მომავალ წელსვე იგეგმება ღვინის წარმოების დაწყებაც. პროდუქციის რეალიზაციას „ღვინის სამშობლო“ აღნიშნული მაღაზიის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე  და საზღვარგარეთ გეგმავს.

ახალი მაღაზიის გახსნას ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები