LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება

121

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 13-19 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. 13-19 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები