LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „გოტიეს“ ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

183

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდის „გოტიე“ (Gautier) ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. შოურუმი კომპანია „ახალი ნათების“ ინვესტიციით მოეწყო.

„ახალი ნათების“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ზურა გაბინაშვილის განცხადებით, ეს არის 100%-ით ქართული ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ „ახალი ნათება“ განახორციელა. „კომპანია „ფორუმისა“ და „ახალი ნათების“ მომხმარებელმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიცნო და შეიყვარა ეს ბრენდი. გარკვეული წარმატების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უფრო დიდი ინვესტიციით გაგვეხსნა ფრანჩაიზის მაღაზია“, – განაცხადა ზურა გაბინაშვილმა.

„გოტიეს“ გენერალური დირექტორი დევიდ სოლარდ გოტიე, რომელიც თბილისში შოურუმის გახსნაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, აცხადებს, რომ უკვე შესაძლებელია, ქართველმა მომხმარებელმა ფრანგული პროდუქცია ახლოს გაიცნოს.
„ეს არის ბრენდი, რომელიც მაღალი დონის თანამედროვე ავეჯს 60-მდე ქვეყანაში აწარმოებს.
ვფიქრობ , „გოტიე“ ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც ეს მსიოფლიოს ბევრ ქვეყანაშია“, – განაცხადა დევიდ სოლარდ გოტიემ.

 

„გოტიეს“ ოფიციალური შოურუმის გახსნას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიეც დაესწრო და აღნიშნა, რომ მაღაზიის გახსნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას გააღრმავებს.

ფრანგული ბრენდი „გოტიე“ (Gautier) უკვე 55 წელზე მეტია, ავეჯის წარმოების სფეროში დომინირებს. კომპანიას 115-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს მსოფლიოში, საფრანგეთში კი, 60-ზე მეტი მაღაზია-სალონითაა წარმოდგენილი. მსოფლიოს ნებისმიერ წარმომადგენლობაში განთავსებული „გოტიეს“ მოდელები სრულად იწარმოება საფრანგეთში, საკუთარი ნედლეულით.
ცნობისთვის, საფრანგეთში, გოტიე აწარმოებს დახვეწილ, ელეგანტურ პროდუქციას ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის ავეჯს:

✔ მისაღებ ოთახს
✔სასადილო ოთახს
✔ საძინებელს
✔მოზარდის ოთახს

 

 

„გოტიე“ იყო პირველი ფრანგული ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც სამი ISO სერტიფიკატი მოიპოვა: ხარისხის, გარემოსა და უსაფრთხოების სფეროში.
ISO 9001-1994 წლიდან (ხარისხის მენეჯმენტისათვის)
ISO 14001-2006 წლიდან (გარემოს დაცვისათვის)
OHSAS 18001- 2007 წლიდან (უსაფრთხოებისათვის)

„გოტიეს“ კოლექციები ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან მზადდება, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ფუნქციურობით, ხოლო ვიზუალური კუთხით ყოველთვის სადა და ელეგანტურია. კომპანიამ თავისი რეპუტაციის მშენებლობა საბავშვო საძინებლებით დაიწყო.

ყოველწლიურად კომპანია 85000 ტონა ხეს ყიდულობს. ნედლეული საწარმოდან 300 კმ-ის დაშორებით მოიპოვება, აღნიშნული ტერიტორია აღდგენად ტყეს წარმოადგენს, რომლის განაშენიანებაზეც ზრუნავენ. საფრანგეთში, საკუთარ საწარმოში „გოტიე“ აწარმოებს მერქნის ფილებს, რაც მას საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს მასალის ხარისხი. კომპანია იყენებს მხოლოდ ბუნებრივ და გადამუშავებად მასალას, რომელიც არ დეფორმირდება თავისი მდგრადობისა და დაფარვის ხარისხის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები