LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გვირაბები მოიხატა: სტრიტ-არტი საგზაო უსაფრთხოებისთვის (ფოტოები)

211

თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.

გვირაბების მოხატვა შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო – საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.

კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პოპულალურები