LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Hilton-ის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

43

ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ეკონომიკის მზარდი დინამიკა ყველას მისცემს საშუალებას, გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “ჰილტონ თბილისის” პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, მსგავსი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი ეფექტი აქვს.

“ძალიან დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს ჩაბერავს ამ ულამაზეს, ისტორიულ შენობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქს შეემატება ძალიან ლამაზი სასტუმრო, თანაც ეს იქნება ”ჰილტონის” ბრენდის ქვეშ. დღეს საქართველოში ძალიან მზარდი დინამიკაა ტურიზმში. რას მოიტანს ეს სასტუმრო? – ძალიან ხშირად გვხვდება კომენტარები, რომ ჩვენ, რიგითი ადამიანები მანდ ვერ ვიცხოვრებთ, ვერ დავისვენებთ. ეს სასტუმრო იქნება სასარგებლო აბსოლუტურად ყველასთვის. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მზარდი დინამიკა ეკონომიკაში მისცემს საშუალებას ყველას, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებლობა მოაქვს გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად ძალიან ლამაზი იქნება. ეს სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, სასტუმროს კომპანია ”გრანატ ინვესტმენტი” ააშენებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ბაკურიანში სასტუმროების მშენებლობაში და ანაკლიის პორტის პროექტში.

ცნობისთვის, დღეს, კოსტავას 59 ნომერში სასტუმრო ”ჰილტონ თბილისის” მშენებლობის პროცესი დაიწყო. მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. ინვესტიცია 49 მილიონი ევროა. სასტუმრო 5 -ვარსკვლავიანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები