თბილისში H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა [ფოტო,ვიდეო]

204

სკანდალად ქცეული დახურული გახსნის შემდეგ შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზია უკვე საყოველთაოდ გაიხსნა და მუშაობა დაიწყო. თავისუფლების მოედანზე “თბილისი გალერიაში“, დილიდან, უწყვეტ რიგში მდგომმა მოქალაქეებმა,  H&M-ის სამყაროში უკვე შეაბიჯეს.

 

 

 

ბრენდული მაღაზიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ გახსნამდე აანონსებდნენ სიურპრიზებს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რიგით პირველ სამეულში მოხვდებოდნენ. დაპირებისამებრ, უკვე გამოვლინდა პირველი სამი სტუმარი, რომელთაც სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

 

H&M-ის მაღაზიის გახსნას ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა. გახსნის ღონისძიებაზე ის სამი ადამიამი, რომელიც მაღაზიის გახსნამდე ყველაზე ადრე მივიდა, 50, 100 და 200-ლარიანი ვაუჩერებით დააჯილდოვეს. პირველი მოქალაქე, ვინც ადგილზე დილის ექვს საათზე მივიდა,  გაგა შაიშმელაშვილი აღმოჩნდა, შესაბამისად, მან დამსახურებულად მიიღო 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. მეორე ადგილზე გასულ გიორგი დიდებაშვილს 100-ლარიანი სასაჩუქრე პაკეტი ერგო. 50-ლარიანი სასაჩუქრე პაკეტი კი მარიამ ხუციშვილმა მოიპოვა.

 

 

 

 

როგორც კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა კლაუდია ოსვალდიმ  “ფორტუნასთან” განაცხადა, H&M მომხმარებელს სთავაზობს მოდურ და ხარისხიან ტანსაცმელს ერთდროულად. ხოლო, ქართველი მომხმარებელი ამ ყველაფერს  ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს.

“ყველა მომხარებელს დიდი მადლობა ასეთი დაინტერესებისთვის, მაღაზია მაქსიმალურად იქნება მორგებული ქართველი მოხმარებლის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე,”– განაცხადა კლაუდია ოსვალდიმ.

 

 

რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე,  ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოსით, ფეხსაცმლით, აქსესუარებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთით განლაგდა.

თათია კაკიაშვილი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები