LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ირანის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

91

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 74 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდეობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები